ლარის გაუფასურება

BLOOMBERG-ის სისტემაში დოლარის ღირებულება 2.485 ლარი გახდა

bloomberg

24 აპრილს ვაჭრობა ეროვნული ვალუტისთვის გაუფასურებით დაიწყო. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ამ დროისთვის ერთი დოლარის ღირებულება 2.485 ლარამდე გაიზარდა, რაც ვაჭრობის დაწყებისას არსებულ 2.46-ს ორი თეთრით აღემატება.

სავარაუდოდ, აღნიშნული ზრდა სებ-ის ოფიციალურ კურსზეც იმოქმედებს. დოლარის ოფიციალური კურსი დღეისთვის 2.4488-ს შეადგენს.

კომენტარები