კრემლი

კრემლი: სომხეთში მიმდინარე აქციებს უკრაინის სტილის რევოლუციად არ აღვიქვამთ

telegraph.co.uk

კრემლი სომხეთში მიმდინარე მოვლენებზე და 2-კვირიანი პროტესტის შემდეგ პრემიერმინისტრ სერჟ სარგსიანის გადადგომაზე კომენტარს აკეთებს. კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით უკრაინაში 2014 წელს განვითარებულ მოვლენებთან პარალელს არ ავლებს და სომხეთში მიმდინარე აქციებს მსგავსი ტიპის რევოლუციად არ მიიჩნევს.

"ამ დროისათვის ვხედავთ, რომ სიტუაცია დესტაბილიზაციის გზით არ ვითარდება, რაც კმაყოფილებას იწვევს." "იმედი გვაქვს რომ წესრიგი და სტაბილურობა შენარჩუნდება ქვეყანაში და ახლო მომავალში პოლიტიკური კონსენსუსი გამოიკვეთება." თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები