სურსათის ეროვნული სააგენტო

კრიტიკული შეუსაბამობების გამო, სიღნაღში ხუთ რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერეს

სიღნაღის ერთერთი ქუჩა
ტაბულა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სიღნაღში შემოწმებული საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან ხუთში კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა. კერძოდ, არასათანადო რეცხვა-დეზინფიცირება, გამწოვი სისტემების და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, რის გამოც   ბიზნესოპერატორებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

მითითებების და რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ, ფიროსმანს, მარანს და ძველ სიღნაღს უკვე აღუდგათ საწარმოო პროცესი, ხოლო ბურჯს და ტერასა სიღნაღს კვლავ შეჩერებული აქვთ.

გარდა ამისა, სურსათის სააგენტოს კონტროლის შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა სოფელ ყარაჯალაში არსებულ ხორცის სარეალიზაციო ბაზარში - შპს „ფალავანი“, რის გამოც ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

"რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებლების და რეალიზატორების შემოწმებაც. სააგენტოს ინსპექტორებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანია შპს „ნობეკოს“ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს" - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

კომენტარები