სამხრეთ კორეა

Korean Air-მა სეული-თბილისის ჩარტერული რეისები დანიშნა

getty

2018 წლის მაისში, სამხრეთ კორეის ნაციონალური ავიახაზები Korean Air სეულსა და თბილისს შორის პირდაპირ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს. ფრენები ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის 17 და 31 მაისს, Airbus A330 საჰაერო ხომალდით შესრულდება. ამ რეისებით საქართველოში ტურისტები ჩამოვლენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ჩარტერული საჰაერო მიმოსვლისთვის აუცილებელი ნებართვა Korean Air-ს 23 აპრილს მიენიჭა.

Korean Air მსოფლიოს 43 ქვეყნის 123 მიმართულებით ასრულებს რეისებს. 

კომენტარები