ბელორუსი

ბელორუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო რუსეთს და დასავლეთს აკრიტიკებს 

RFE/RL

ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთი და დასავლეთი გააკრიტიკა. მის უკმაყოფილებას "სავაჭრო ომის წაქეზება" იწვევს და აცხადებს, რომ რუსეთმა თავისი ბაზრიდან ბელორუსული საქონელი დაბლოკა.

ლუკაშენკომ 24 აპრილს, პარლამენტისადმი მიმართვისას რუსეთი "იზოლაციის" შესახებ გააფრთხილა და თქვა, რომ მოსკოვსა და დასავლეთს შორის ცუდი ურთიერთობა ბელორუსის ევროკავშირსა და აშშ-თან დაახლოებას ხელს ვერ შეუშლის.

"ამ რთულ ვითარებაში, რაშიც მსოფლიო იმყოფება, ბელორუსი ხალხი მაგრად უნდა დადგეს, რათა ერთიანობა და სტაბილურობა შეინარჩუნოს. აშშ-ის მკაცრად პროტექციონისტული ინტერესებმა ჩინეთთან სავაჭრო ომი გამოიწვია, პარალელურად კი გააფართოვა რუსეთის მიმართ სანქციები.

და დააკვირდით ამ რძის, ხორცის და შაქრის ომს, რომელიც ჩვენმა უახლოესმა პარტნიორმა ჩვენ მიმართ დაიწყო, როცა ბელორუსული საქონელი რუსულ ბაზარზე დაბლოკა", - თქვა ლუკაშენკომ.

ბელორუსიის პრეზიდენტმა რუსეთის და დასავლეთის ქვეყნებისადმი მიმართვისას ასევე განაცხადა, რომ "მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები მსოფლიო იერარქიაში თავიანთი ადგილებისთვის იბრძვიან, რასაც ზეწოლისა და კონფრონტაციისკენ მივყავართ. ეროვნული ეგოიზმი, რომელიც მათი პარტნიორების და მოკავშირეების ინტერესების უგულებელყოფას იწვევს, ეგოცენტრიზმი, საერთაშორისო ნორმების დარღვევა მსოფლიოს წამყვანი მოთამაშეების განუყოფელ ნაწილებად გარდაიქმნება".

თუმცა, ლუკაშენკო ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დიდი ქვეყნების კონფრონტაცია შესაძლოა ბელორუსზე აისახოს, მისი ქვეყანა ყველასთან თანამშრომლობისთვის ღია დარჩება და მინსკის მცდელობას, გააუმჯობესოს კავშირები ევროკავშირთან და აშშ-სთან, რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირება ხელს ვერ შეუშლის. 

ლუკაშენკო, რომელიც ბელორუსის პრეზიდენტის პოსტს 1994 წლიდან იკავებს, რუსეთსა და დასავლეთს შორის შუალედის მოძებნას ცდილობს. 

ევროკავშირმა ბელორუსის წინააღმდეგ აქ პოლიტიკური პატიმრების არსებობის გამო დაწესებული სანქციები შეამსუბუქა, მაგრამ 2017 წლის მარტში ლუკაშენკოს მთავრობა საპროტესტო აქციის დაშლის ძალადობრივად დაშლის გამო გააკრიტიკა. 

ბელორუსი და რუსეთი გაერთიანებულები არიან "სახელმწიფოთა ერთობაში", რომელიც უმეტესად ქათალდზე არსებობს, მათი სამხედრო ძალები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულები, თუმცა, ლუკაშენკომ რუსეთს წინააღმდეგობა გაუწია, როდესაც მან ამ ქვეყანაში სამხედრო ყოფნის გაზრდა გადაწყვიტა- ბელორუსი რუსეთსა და ნატოს ქვეყნებს შორის მდებარეობს. 

ბელორუსი ასევე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია. ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამ ორგანიზაციებით ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე გავლენის გაძლიერებას და ევროკაშირისა და ნატოსთვის კონკურენციის გაწევას ცდილობს. 

კომენტარები