ტენდერები

სახელმწიფო კომპანია მექანიზატორი 10.7 მილიონ ლარად 180 ცალ თეთრ პიკაპს ყიდულობს

getty

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ოპერატორმა სახელმწიფო კომპანია "მექანიზატორმა" მსხვილი ტენდერი გამოაცხადა. კომპანია 10.7 მილიონ ლარად 180 ცალი პიკაპის შეძენას გეგმავს. 

ერთი ავტომობილის სავარაუდო ღირებულება 59,800 ლარია. სახელმწიფო კომპანია ავტომობილზე 3-წლიან გარანტიასაც ითხოვს. საგარანტიო პერიოდში ავტომანქანაზე მომსახურება უნდა განხორციელდეს მწარმოებელი ბრენდის/მარკის მიერ ავტორიზირებულ და სერტიფიცირებულ სერვისცენტრში.

ჯერ-ჯერობით ტენდერში საკუთარი წინადადება არცერთ კომპანიას არ წარუდგენია.

გამარჯვებულმა კომპანიამ მექანიზატორს პიკაპები 2018 წლის 1 დეკემბრამდე უნდა მიაწოდოს.

მთავრობის დადგენილებით, საჯარო უწყებებს შავი ფერის ავტომობილების შესყიდვა აკრძალული აქვთ.

კომენტარები