თბილისის მერია

მერია: რუსთაველის გამზირზე ახალი ხე-მცენარეები დაირგვება

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური რუსთაველის გამზირზე ახალი ხე-მცენარეების დარგვას აპირებს.

პარლამენტისა და მაგთის შენობის წინ მდებარე თარგებში ჯამში 12 ძირი ჩვეულებრივი უთხოვარი, 22 ძირი წვრილფოთოლა ბზა კულტივარი და 9 ძირი ფოტინია კულტივარი დაირგვება.

თბილისის მერიის ცნობით, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე უკვე დაირგო 11 124 ძირი ბეგონია, ტაგიტესი და იმპატიენსი.

"ასევე, ზოგიერთ მწვანე თარგში არსებული მცენარეები 50 ძირი მწვანე აუკუბათი და 20 ძირი ფოტოსპორუმით ჩანაცვლდა" - აცხადებს მერია.

კომენტარები