საზოგადოება და ბანკები

საზოგადოება და ბანკები: სებ-ის გადაწყვეტილება არაფორმალურ სესხებს გაზრდის

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

18 აპრილს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით ცვლილებები შევიდა "კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებაში." ცვლილებებით იზღუდება მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი შეფასების გარეშე სესხების გაცემა. კერძოდ, ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.

ცვლილებას ნეგატიურად აფასებს საფინანსო საქმეებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები". მათი შეფასებით, ეს ბანკებს დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის კრედიტის გაცემას გაურთულებს, რის გამოც ასეთი სესხების შავ ბაზარზე გადანაცვლება შეიძლება მოხდეს.

"ზომიერი რეგულაციები აუცილებელია დაბალი ფინანსური განათლების პირობებში, ვინაიდან ფინანსური ინსტიტუტი მომხმარებელზე მეტ ინფორმაციას ფლობს და გაცილებით უკეთ შეუძლია დაიცვას თავი. ასევე "გამსესხებლების" აგრესიულმა დაკრედიტების პოლიტიკამ არ უნდა გაზარდოს რისკები ფინანსურ სისტემაში. თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემოთავაზებული „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების“ რეგულაციები:

  • მომხმარებლებს უბიძგებს არაფორმალურ სექტორში გადანაცვლების და ფინანსური ტვირთის ზრდისკენ;
  • საშუალო და დაბალშემოსავლიან მოსახლეობას უზღუდავს წვდომას ფინანსებზე და ზრდის ხარჯებს;
  • კიდევ უფრო ამცირებს მცირე ბიზნესის ხელმისაწვდომობას ფინანსებზე;
  • შესაძლოა უარყოფითად აისახოს ბიზნეს გარემოზე და ეკონომიკურ ზრდაზე.

საქართველოში სამუშაო ძალის დიდი ნაწილი მიიჩნევა თვითდასაქმებულად და არაფორმალური სექტორის წილი მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორში. აუცილებელია ფართო ტიპის შეზღუდვებს თან ახლდეს რეგულირების გავლენის შეფასება და მოსალოდნელი შედეგები, რომ არ გამოიწვიოს უარყოფითი დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან, რაც ასევე სისტემურ რისკად შეგვიძლია მივიჩნიოთ."

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები