გზების დეპარტამენტი

28 და 29 აპრილს ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 28 და 29 აპრილს, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 92–ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში, ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. მიზეზი პროფილაქტიკური სამუშაოები და დასუფთავებაა.

"ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე. ამ რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება" - აცხადებს გზების დეპარტამენტი.

კომენტარები