ჩერნობილის ტრაგედია

ჩერნობილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა

Kateryna Upit / Shutterstock

ჩერნობილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. უკრაინა ამასთან დაკავშირებით მემორიალურ ღონისძიებებს  აწყობს მიზნით, გვახსოვდეს მსოფლიოს უსაშინლესი ტრაგედია.

უკრაინის დედაქალაქ კიევში ასობით ადამიანი მონაწილეობას მიიღებს მარშში, რომელიც შუაღამეს გაიმართება. ხალხი Memorial Hill-ში დაღუპულთა საპატივსაცემოდ სანთლებს დაანთებს და ყვავილებს მიიტანს.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, 26 აპრილს, Facebook-ზე დაწერა: 

„ჩერნობილი ყოველთვის ღია ჭრილობა იქნება ჩვენთვის. დღეს უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს ტრაგედია აღარ გამეორდეს, ჩერნობილის ზონა გადაიქცევა ახალი ტექნოლოგიების ადგილად, ცვლილებების ტერიტორიად". 

ბელორუსის ოპოზიციამ კი გეგმავს გამართოს მარში - „ჩერნობილის გზა". 

მეზობელ ქვეყანაში მომხდარი ტრაგედიისადმი მიძღვნილი მარში და სხვა ღონისძიებები ბელორუსის დედაქალაქში 1988 წლიდან იმართება - აფეთქებამ ბელორუსის ტერიტორიაც დააბინძურა. 

1986 წლის 26 აპრილს, უკრაინაში იმ შენობის სახურავი ააფეთქეს, რომელშიც ბირთვული რეაქტორი იყო განთავსებული. რადიოაქტიური ნივთიერება ატმოსფეროში გაიფანტა, გასცდა უკრაინის საზღვრებს და რუსეთში, ბელორუსის ტერიტორიებსა და ევროპის დიდ ნაწილში გავრცელდა.

30 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ათასობით ადამიანს, რადიაციის გამო, სიკვდილი დაემუქრა. 

25 აპრილს გაეროს მეცნიერებმა, რომლებიც ვენაში არსებული ატომური გამოსხივების გავლენას სწავლობენ, განაცხადეს, რომ 1991 დან 2015 წლამდე ფარისებრი ჯირკვლის კიბოს 20 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, უმეტესად უკრაინასა და ბელორუსში, ასევე რუსეთის ნაწილში. 

მეცნიერების თქმით, ინციდენტის შემდეგ, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ოთხიდან ერთი შემთხვევა  რადიაციისგან არის გამოწვეული.

2016 წლის ნოემბერში დაზიანებულ რეაქტორზე უზარმაზარი თაღი განათავსეს რადიაციის გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით. ევროპის ბანკმა მისი რეპროდუქციისა და განვითარების პროექტი 1.6 მილიარდი დოლარით დააფინანსა.

კომენტარები