მელანია ტრამპი

მელანია ტრამპის ცვილის ფიგურა მადამ ტიუსოს მუზეუმში საზეიმოდ გახსნეს

0 კომენტარი
ფოტო: people.com

25 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის ცვილის ფიგურა ნიუ-იორკის მადამ ტიუსოს მუზეუმში საზეიმოდ გახსნეს. გახსნა პირველი ლედის დაბადების დღეს დაემთხვა, რომელსაც ის დღეს, 26 აპრილს აღნიშნავს. ცვილის ფიგურა, რომელზეც 20-მდე პროფესიონალი მუშაობდა, ტრამპის ყოფილმა პრეს მდივანმა შონ სპაისერმა წარადგინა.

მელანია ტრამპის ცვილის ქანდაკება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გვერდზე დადგეს. ტრამპების ფიგურები მუზეუმის მსოფლიო ლიდერებისთვის განკუთვნილ განყოფილებაში, განდის, პაპი ფრანცისკესა და ფიდელ კასტროს სიახლოვეში დგას.

სპაისერმა, რომელიც თეთრი სახლის პრეს-მდივნის პოსტიდან ივლისში გადადგა, ჟურნალისტებთან მელანია ტრამპზე ისაუბრა.

“ის ძალიან გრაციოზული და მოდური ქალია. ვფიქრომ, ამერიკელი ხალხი საკმარისად ვერ აფასებს მის ინტელექტსა და პოლიტიკურ გამოცდილებას” - ამბობს სპაისერი.

მელანია ტრამპის ცვილის ფიგურას ინტერაქტიული ელემენტიც აქვს. მუზეუმი სტუმრებს მოუწოდებს “მისცენ მელანიას ხმა” - მათ შეუძლიათ,  Twitter-ზე პოსტები ფიგურასთან განთავსებული სოციალური მედიის სტენდიდან დადონ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები