სომხეთი

კარენ კარაპეტიანმა ნიკოლ პაშინიანთან შეხვედრაზე უარი თქვა

კარენ კარაპეტიანი
EAdaily

სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კარენ კარაპეტიანმა ოპოზიციის ლიდერთან, ნიკოლ პაშინიანთან მოლაპარაკებების გამართვაზე უარი თქვა. მიზეზად მან პაშინიანის მიერ ჟურნალისტების დასწრების მოთხოვნა დაასახელა. მისი თქმით ეს მოლაპარაკებები შედეგს არ მოიტანს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის დედაქალაქში აქციები კვლავ გრძელდება.

ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი პრეზიდენტ არმენ სარგისიანს შეხვდა. პაშინიანის თქმით ოპოზიციამ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს შესაძლოა ბოიკოტი გამოუცხადოს, თუ დროებით პრემიერმინისტრის პოსტზე მას არ დანიშნავენ. პარლამენტმა დროებითი პრემიერმინისტრი მომდევნო კვირას უნდა აირჩიოს.

სომხეთში საპროტესტო აქციები პრემიერმინისტრ სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით 13 აპრილს დაიწყო. სარგსიანმა თანამდებობა 23 აპრილს დატოვა, თუმცა საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება.

ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი და მისი მხარდამჭერები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების და დროებითი მთავრობის დანიშვნას, ხოლო პრემიერმინისტრის პოსტზე ხალხის რჩეულს ითხოვენ.

 

კომენტარები