წიგნები ჟურნალისტებისთვის

სახელმძღვანელოები ჟურნალისტებისთვის ნაუმანის ფონდის ინიციატივით

ტაბულა

სამხრეთ კავკასიაში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის წარმომადგენლობის ინიციატივით, ჟურნალისტებისთვის ეკონომიკის, კონფლიქტის და მულტიკულტურული საკთხების გაშუქების სახელმძღვანელოები გამოიცა. 

წიგნების პრეზენტაცია დღეს შედგა. სახელმძღვანელოების გაცნობამდე შეკრებილმა ჟურნალისტებმა მედიის წინაშე დღეს არსებული გამოწვევები განიხილეს. 

წიგნები პროექტის ფარგლებში გამოიცა, რომელსაც ნაუმანის ფონდი სამხრეთ კავკასიაში ახორციელებს ჟურნალისტურ განათლებაში და სწორედ ეკონომიკის, კონფლიქტების და კულტურული ფასეულობების დარგებს მოიცავს. 

პროექტში საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან 45 ჟურნალისტი მონაწლეობს და ის 2019 წლამდე გაგრძელდება.

კომენტარები