ქურდობა

ზუგდიდში ფაროსანასთან ბრძოლისთვის გადაცემული პიკაპებიდან აკუმულატორები მოიპარეს

პირველი არხი

აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 25 აპრილს სპეცტექნიკა, რვა პიკაპი და ორი ტრაქტორი გადაეცა. გადაცემიდან მალევე, ახალი ავტომობილებიდან აკუმულატორები მოიპარეს.

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძეიბა ქურდობის, ანუ 177-ე მუხლით არის დაწყებული.

ტექნიკის გამოყენებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილია მიწის ნაკვეთების სიმინდის ფართობების და ტყისპირა ზოლების შეწამვლა და თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება.

კომენტარები