დონალდ ტრამპი

ტრამპი: კორეის ომი დასრულდება! კარგი ამბები ხდება, თუმცა დრო გვაჩვენებს

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი, მუნ ჯე ინი, კიმ ჩენ ინი ფოტო: CNN

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Twitter-ზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებს შორის შემდგარ მოლაპარაკებებს გამოეხმაურა:

"კორეის ომი დასრულდება! აშშ და მისი ყველა შესანიშნავი ხალხი უნდა ამაყობდეს იმით, რაც ახლა კორეაში ხდება!"

"რაკეტების გაშვების და ბირთვული გამოცდების მრისხანე წლის შემდეგ, ისტორიული შეხვედრა მიმდინარეობს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის. კარგი ამბები ხდება, თუმცა მხოლოდ დრო გვაჩვენებს!"

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებმა ერთობლივი სამიტის შემდეგ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ისინი კორეის ნახევარკუნძულის სრული დენუკრეალიზაციისათვის მუშაობაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება ასევე მოიცავს ნახევარკუნძულზე სამხედრო შეიარაღების შემცირებას, მტრული ქმედებების შეწყვეტას, საზღვარზე არსებული დემილიტარიზებული ზონის მშვიდობის ზონად გადაქცევას და სხვა ქვეყნებთან, მათ შორის აშშ-სთან მრავალმხრივი მოლაპარაკებების წარმოებას.

ლიდერების განცხადებით ისინი აშშ-სა და ჩინეთთან ერთად იმუშავებენ, რათა მიმდინარე წელს 1950 წელს დაწყებული კორეის ომის დასრულება ოფიციალურად გამოაცხადონ.

მუნ ჯე ინის ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში ვიზიტს მიმდინარე წელს გეგმავს.

კიმ ჩენ ინი და მუნ ჯე ინი ფოტო: Reuters

დღეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ვიზიტი 1953 წელს კორეის ომის დასრულების შემდეგ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სამხრეთ კორეას ეწვია.

კიმ ჩენ ინს სამხრეთ კორეის პრეზიდენტი საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდა.

ორი ქვეყნის ლიდერებმა სამიტზე ბირთვული ტექნოლოგიის, სანქციების და ეკონომიკური კოოპერაციის საკითხები განიხილეს.

კიმ ჩენ ინმა გასულ კვირას განაცადა, რომ დროებით შეაჩერებს ბირთვული იარაღის და რაკეტების ცდებს.

დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა მომდევნო თვეს იგეგმება. რამდენიმე კვირის წინ ჩრდილოეთ კორეას CIA-ს ყოფილი დირექტორი და ამჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვია და კიმ ჩენ ინთან შეხვედრის დეტალები განიხილა.

მაიკ პომპეო და კიმ ჩენ ინი ფოტო: The White House

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები