მონობა

გვინეის პირველი პრეზიდენტის შვილი აშშ-ში მონათმფლობელობის ბრალდებით დააკავეს

Tarrant County Jail

ამერიკული მედიის მიხედვით ტეხასის შტატში გვინეის ყოფილი პრეზიდენტის შვილი და მისი ცოლი მონათმფლობელობის ბრალდებით დააკავეს.

დასავლეთ აფრიკული ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, აჰმედ სეკუ ტურეს ვაჟი, მუჰამედ კროს-ტურე და მისი მეუღლე დენის კროს-ტურე იძულებით ამუშავებდნენ და თავისუფლებას უზღუდავდნენ მათივე თანამემამულეს, რომელიც გვინეიდან აშშ-ში 2000 წელს 5 წლის ასაკში ჩავიდა. გავრცელებული ცნობით ის ოჯახის შორეული ნათესავია, რომელიც მამამ აშშ-ში ოჯახის 3 შვილთან ერთად აღსაზრდელად გაუშვა, თუმცა 16 წლის მანძილზე მას ანაზღაურების გარეშე ამუშავებდნენ და სკოლაში სიარულის უფლებას არ აძლევდნენ.

გოგონა ტურეების სახლიდან 2016 წლის აგვისტოში გაიქცა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ცოლ-ქმარს 20-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. ისინი ბრალს უარყოფენ.

კომენტარები