Amazon

ჯეფ ბეზოსის ქონებამ $134,000,000,000-ს გადააჭარბა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

პლანეტის უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი ბოლო 48 საათში კიდევ $12 მილიარდით გამდიდრდა, მისი ქონება ამ დროისთვის $134 მილიარდ დოლარს შეადგენს. ბეზოსის გამდიდრება Amazon-ის აქციებზე ფასების მატებას უკავშირდება. 

Amazon-მა კვარტალური ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2018 წლის პირველ კვარტალში კომპანიის და მისი შვილობილების ბრუნვა 49%-ით გაიზარდა. 

ჯეფ ბეზოსს Amazon-ის აქციების 17% ეკუთვნის. ამ დროისთვის ერთი აქციის ღირებულება $1,567-ია. 

2017 წლის განმავლობაში ჯეფ ბეზოსი $32.2 მილიარდი დოლარით გამდიდრდა.

53 წლის ბეზოსი მილიარდერი 1998 წელს გახდა, მან ონლაინშოფინგის გიგანტი Amazon 1994 წელს დააფუძნა.

პლანეტის მეორე უმდიდრესი ადამიანი ბილ გეითსია, მისი ქონება $91 მილიარდს შეადგენს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები