კრიმინალი

NDI: 63%-ის აზრით, 2016 წლის არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში კრიმინალის დონე გაიზარდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 63% ფიქრობს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა. 24%-ის აზრით, კრიმინალი იგივე დარჩა, ხოლო 9% მიიჩნევს, რომ შემცირდა.

გამოკითხულთა 4% ამბობს, რომ არ იცის, 2016 წლის არჩევნების შემდეგ, კრიმინალის დონე გაიზარდა თუ არა. 

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი +-2.2%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები