ხელფასები

NDI: მოსახლეობის 47%-ის ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი 500 ლარზე ნაკლებია

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2018 წლის მარტი-აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, მოსახლოების 60% თავს უმუშევრად მიიჩნევს 40% კი დასაქმებულად. კითხვაზე თუ რა იყო გასულ თვეში თქვენი ოჯახის შემოსავალი 47% პასუხობს, რომ მისი ოჯახის შემოსავალი 500 ლარზე ნაკლები იყო.

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლოების შემოსავლები ასე გამოიყურება (კითხვა გასულ თვეში თქვენი ოჯახის ფულად შემოსავლებზე თუ ვისაუბრებთ ჩამოთვლილთაგან რომელ ჯგუფს მიეკუთვნება თქვენი ოჯახი შინამეურნეობა?)

  • საერთოდ არ ჰქონია შემოსავალი 1%
  • 180 ლარამდე შემოსავალი ჰქონდა - 10%
  • 181-300 ლარამდე შემოსავალი - 15%
  • 301-500 ლარამდე შემოსავალი - 21% (ჯამში 500 ლარამდე 47%)
  • 501-800 ლარამდე შემოსავალი - 14%
  • 801-1200 ლარამდე შემოსავალი 10%
  • 1201-1600 ლარამდე შემოსავალი 5%
  • 1600 ლარზე მეტი - 5%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 19%

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი +-2.2%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები