NDI-ის კვლევა

NDI: ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი შემცირდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 21% ეთანხმება საქართველოს გაწევრიანებას ევრაზიულ კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის, ბელარუსის და ყაზახეთის მიერ. 65% კი მიიჩნევს, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს.

წინა კვლევის მიხედვით, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი 29% იყო, ევროკავშირში კი 60%.

აღსანიშნავია, რომ ახალი კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი მომხრე ევრაზიულ კავშირს ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში ჰყავს, ყველაზე ნაკლები კი თბილისში. შესაბამისად, ევროკავშირს ყველაზე მეტი მომხრე თბილისში ჰყავს და ყველაზე ნაკლები უმცირესობათა დასახლებებში.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი +-2.2%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები