NDI-ის კვლევა

NDI: 58%-ის აზრით, უვიზო მიმოსვლა ხალხს სარგებელს მოუტანს, 32% ამას არ ეთანხმება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკულთა 90%-ს სმენია ვიზალიბერალიზაციის შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ უმეტეს ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის საშუალებას აძლევს.

მათგან 64%-ს საკმარისი ინფორმაცია აქვს უვიზო მიმოსვლის წესებისა და პროცედურების შესახებ, 34%-ს არა.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 58% მიიჩნევს, რომ უვიზო მიმოსვლა მისნაირ ხალხს სარგებელს მოუტანს, 32% ამ აზრს არ ეთანხმება.

34%-ს ჰგონია, რომ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურად მუშაობის უფლებას მისცემს, 48%-მა იცის, რომ ეს ასე არ არის. კითხვაზე პასუხი არ აქვს 18%-ს.

NDI-მ მოსახლეობას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოსაზრებებზეც ჰკითხა. პასუხები ასახულია ცხრილზე:

კვლევის საველე სამუშაოები 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი +-2.2%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები