ეკონომიკური ზრდა

მარტში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 5.6% შეადგინა

ტაბულა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს 2018 წლის მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, მარტში ეკონომიკური ზრდა 5.6%-ს შეადგენდა. ეს მთავრობის მიერ განსაზღვრულ 4.5%-იან საპროგნოზო ზრდას 1.1%-ით აღემატება.

2018 წლის პირველი სამი თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

  • იანვარი - 4.4%
  • თებერვალი - 5.5%
  • მარტი - 5.6%
  • პირველი კვარტალი ჯამში - 5.2%

ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა 28%-ით გაზრდილმა ექსპორტმა, მზარდმა ტურისტულმა შემოსავლებმა. ასევე კომერციული ორგანიზაციების 12%-ით გაზრდილმა ბრუნვამ იქონია. 

2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. 2016 წელს ეკონომიკური ზრდა 2.7%-ს შეადგენდა. 

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.

კომენტარები