NDI-ის კვლევა

NDI: უმცირესობის ლიდერის საქმიანობას დადებითად აფასებს 22%, უმრავლესობისას - 12%

0 კომენტარი

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალ კვლევაში მონაწილეებმა საქართველოს პრემიერმინისტრის, პრეზიდენტის, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და პარლამენტის თავმჯდომარეების საქმიანობა შეაფასეს. 

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 3%, კარგად - 22%, საშუალოდ - 52%. გამოკითხულთა 13% ცუდად აფასებს პრემიერის საქმიანობას, 3% - ძალიან ცუდად, ხოლო 6%-ს პასუხი არ აქვს. 

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 3%, კარგად - 23%, საშუალოდ - 51%. გამოკითხულთა 15% ცუდად აფასებს პრემიერის საქმიანობას, 3% - ძალიან ცუდად, ხოლო 6%-ს პასუხი არ აქვს. 

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის, საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 3%, კარგად - 22%, საშუალოდ - 43%. გამოკითხულთა 14% ცუდად აფასებს პრემიერის საქმიანობას, 3% - ძალიან ცუდად, ხოლო 14%-ს პასუხი არ აქვს. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის, საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 1%, კარგად - 12%, საშუალოდ - 34%. გამოკითხულთა 12% ცუდად აფასებს პრემიერის საქმიანობას, 3% - ძალიან ცუდად, ხოლო 38%-ს პასუხი არ აქვს. 

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 2%, კარგად - 17%, საშუალოდ - 43%. გამოკითხულთა 17% ცუდად აფასებს პრემიერის საქმიანობას, 5% - ძალიან ცუდად, ხოლო 16%-ს პასუხი არ აქვს. 

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი +-2.2%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები