ავღანეთი

ქაბულში მომხდარ 2 აფეთქებას 25 ადამიანი შეეწირა, მათ შორის 7 ჟურნალისტი

Reuters

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარ ორ აფეთქებას სულ მცირე 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 49.

გარდაცვლილთა შორის 7 ჟურნალისტია. ისინი პირველი აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილას მივიდნენ და თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ მეორე აფეთქებას ემსხვერპლნენ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

ერთი კვირის წინ ქაბულში წინასაარჩევნო რეგისტრაციის ცენტრთან მომხდარ აფეთქებას 60 ადამიანი ემსხვერპლა. მაშინ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები