ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 3 მაისამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

0 კომენტარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 აპრილს და 1-2 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 1-2 მაისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხამოკლე წვიმა და ელჭექი, 1 მაისს გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 30 აპრილს +18, +23 გრადუსი იქნება, ხოლო 1-2 მაისს +22, +27 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში ღამის საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღისით კი, 1-2 მაისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 30 აპრილს და 1 მაისს +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი, 2 მაისს კი, +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები