მუნ ჯე ინი: დონალდ ტრამპმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია უნდა მიიღოს

დონალდ ტრამპი, მუნ ჯე ინი, კიმ ჩენ ინი
CNN

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯე ინის თქმით ჩრდილოეთ კორეასთან დაპირისპირების დასრულებასა და კორეის ნახევარკუნძულის სამომავლო დენუკლეარიზაციაში გაწეული წვლილისათვის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას იმსახურებს.

"მჯერა, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ახალი, მშვიდობის ერა დაიწყება." "პრეზიდენტმა ტრამპმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია უნდა მიიღოს. ჩვენ მხოლოდ მშვიდობა გვჭირდება." თქვა მუნ ჯე ინმა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ადრეც აქვს აღნიშნული, რომ დონალ ტრამპს დიდი წვლილი მიუძღვის ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მოლაპარაკებების დაწყებაში.

შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებმა ერთობლივი სამიტის შემდეგ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ისინი კორეის ნახევარკუნძულის სრული დენუკრეალიზაციისათვის მუშაობაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება ასევე მოიცავს ნახევარკუნძულზე სამხედრო შეიარაღების შემცირებას, მტრული ქმედებების შეწყვეტას, საზღვარზე არსებული დემილიტარიზებული ზონის მშვიდობის ზონად გადაქცევას და სხვა ქვეყნებთან, მათ შორის აშშ-სთან მრავალმხრივი მოლაპარაკებების წარმოებას.

ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის ტესტირების პოლიგონებს მაისში დახურავს, რის შემდეგაც ქვეყანა გადადგმული ნაბიჯის შეფასებისთვის საერთაშორისო ექსპერტებსა და ჟურნალისტებს მიიწვევს.

დონალ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა სავარაუდოდ მაისის ბოლოს, ან ივნისის დასაწყისში უნდა შედგეს.

კომენტარები