თანასწორობა

ცა ყველასთვის ერთია - როგორ აღიქვამენ მოზარდები სიტყვა "თანასწორობას"? [გალერეა]

0 კომენტარი

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის ორგანიზებით, თბილისში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა მოეწყო, სახელწოდებით "ცა ყველასთვის ერთია", რომელიც მოზარდებში თანასწორობის საკითხის გააზრებას ეხება. 

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ნატალი პატარიძე ტაბულასთან საუბრისას ამბობს, რომ მას აინტერესებდა, როგორ აღიქვამენ მოზარდები სიტყვა "თანასწორობას", სტერმინის ყველანაირი განმარტების გარეშე. 

"ჩვენთვის ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი, რადგან არ მიგვიცია ტერმინის განმარტება, არც მიმართულებები, უბრალოდ, დაგვაინტერესა, ამ ტერმინის მიღმა, რა შინაარსი იკითხებოდა ბავშვების ცნობიერებაში. მივიღეთ მართლაც საოცარი შედეგები იმიტომ, რომ ისინი არიან ძალიან გულწრფელები თავიანთ აღქმაში, ძალიან ტოლერანტულები და ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ თანასწორუფლებიანობის გარდა, შეიძლება, სხვა ალტერნატივა არსებობდეს და სხვანაირად, უთანასწოროდ იყოს საზოგადოებრივი წყობა. მიხარია, რომ ეს თაობა ასეთი თავისუფალია, მიხარია, რომ ეს მათ შეუძლიათ, უფრო მეტი თქვან თანასწორობაზე და უფრო პოზიტიურად აღიქვან მომავალი," - ამბობს პატარიძე. 

გამოფენის დათვალიერების შემდეგ, მოზარდებს სიტყვით მწერალმა გიორგი კეკელიძემ, ფილოსოფოსმა ლევან ღამბაშიძემ, ჟურნალისტმა თათია სამხარაძემ, სახალხო დამცველის მოადგილემ ეკა სხილაძემ და პლატფორმა "ქალები საქართველოდან" დამაარსებელმა მაია ჩიტაიამ მიმართეს და თანასწორობაზე ესაუბრნენ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები