თბილისში, პარლამენტის ძველ შენობასთან ლგბტ აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი ითხოვენ, სოფო კილაძე გადადგეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან. ცნობისთვის, იმის მიუხედავად, რომ ადამიანის უფლებათა 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაში გაწერილი იყო ჰომოფობიის დღის 17 მაისის აღნიშვნა, სოფო კილაძემ თქვა, რომ "არ აღვნიშნავთ, ჩვენი ნებაა". თანასწორობის მოძრაობის წევრები აპირებენ, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე შევიდნენ და იქ მოითხოვონ სოფო კილაძის გადადგომა.
აქციის პარალელურად მიმდინარეობდა კონტრაქცია, სადაც ლგბტ აქტივისტებს კვერცხები ესროლეს. პოლიციამ დააკავა კონტრაქციის მონაწილე გურამ ფალავანდიშვილი. მის გარდა, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით კიდევ ორი ადამიანი დააკავეს. მათ წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.