აშშ-უკრაინა

უკრაინამ ამერიკის შეერთებული შტატებისაგან ჯაველინების სისტემა მიიღო

ტანკსაწინააღმდეგო, სარაკეტო კომპლექსი FGM-148 Javelin
wikimedia

აშშ ადასტურებს, რომ უკრაინამ ამერიკული წარმოების ჯაველინების სისტემა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო ადასტურებს ჯაველინების სისტემის მიღებას და აცხადებს, რომ ქვეყანა რუსული აგრესის ასარიდებლად თავდაცვის სისტემების გაძლიერებას განაგრძობს.

"მე გულწრფელად მადლობელი ვარ დონალდ ტრამპის სამართლიანი გადაწყვეტილებისა, მხარი დაუჭიროს უკრაინას თავიუსფლებისა და დემოკრატიის დაცვაში. ვაშინგტონმა არა მხოლოდ შეასრულა ჩვენი ერთობლივი შეთანხმება, არამედ აჩვენა ლიდერობის მნიშვნელოვანი მაგალითი." დაწერა მან.

შგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინის მთავრობისათვის ლეტალური იარაღის მიყიდვის ლიცენზია გასცა.

კომენტარები