გაზმომარაგების შეზღუდვა

3 მაისს, მარნეულის რამდენიმე სოფელს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

0 კომენტარი
ფოტო: pennystockresearch

ხვალ, 3 მაისს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ბალახაური, მუხრანა, სავანეთი, ტალავერი, ჭაპალა და ხიდისყური - გაზმომარაგება შეუწყდება. სოკარის ცნობით, მიზეზი გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია. 

"აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 3 მაისის 16:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ. "სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები" - აცხადებს კომპანია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები