პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

პრეზიდენტი: კონსტიტუციის ცვლილებებმა შეასუსტა ქვეყნის დემოკრატიაც და ინსტიტუტებიც

გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა. 

სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა აქცენტი გასულ წელს განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზეც გააკეთა და თქვა, რომ მიღებული ინიციატივები ქვეყნის დემოკრატიას და ინსტიტუტებს ასუსტებს. 

"კონსტიტუციის ძირითადმა ინიციატივებმა [ცვლილებებმა] შეასუსტა ქვეყნის დემოკრატიაც და ინსტიტუტებიც. შევასუსტოთ თვითმმართველობა - ნაკლები თვითმმართველი ქალაქი. პრეზიდენტთან მიმართებაში - გავაუქმეთ არჩევნები, რაც მოსახლეობის ნების სრული საწინააღმდეგო იყო. რაც მთავარია, ათწლეულობით დაპირებული რეფორმა საპარლამენტო არჩევნებისა გადავდეთ 2024 წლისთვის. პოლიტიკური ინსტიტუტების შესუსტება, პოლიტიკოსების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, შეძლება რომელიმე პოლიტიკოსს ასუსტებდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ქვეყნის ინსტიტუციურ მართვას ასუსტებს. ამ თვალსაზრისით, 2016 წლის არჩევნები იყო მიზანმიმართული გაქრობა პოლიტიკური კლასის, მიზანმიმართული შესუსტება პოლიტიკური პარტიების, როგორც მთავარი მოთამაშეებისა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში. ამ პერიოდის განმავლობაში არ გადაიდგა ნაბიჯები, შექმნილიყო წინაპირობა ძლიერი პოლიტიკური ოპოზიციისთვის", - თქვა პრეზიდენტმა. 

კომენტარები