პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

მარგველაშვილი: მედიის შტურმები აღარ ხორციელდება, მაგრამ სირთულეებს მაინც უქმნიან

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

საქართველოს პრეზენტი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მედიაგარემოსაც შეეხო. მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ მედია შედარებით თავისუფალია, თუმცა მედიის წარმომადგენლებს სულ აქვთ სირთულეების მოლოდინი. 

"2012 წელს გვახსოვს, რა პირობებში გვიწევდა საარჩევნო კამპანია და რა მედიაგარემო იყო. 2012 წლის მერე მედიაგარემო ნამდვილად გათავისუფლდა და მედიის შტურმები აღარ ხორციელდება. თუმცა, რაღაცა ტიპის, არაძალადობრივი, მაგრამ სირთულეეების შექმნა მედიის მიმართ მაინც ხდება. ჰკითხეთ მედიის ნებისმიერ წარმომადგენელს - ისინი სტრესის რეჟიმში მუშაობენ, მუდმივად მოლოდინის რეჟიმში, რომ რაღაც სირთულეები იქნება მათ წინაშე", - თქვა მარგველაშვილმა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები