დევიდ ბექჰემი

"ჰეი, სექსუალურო" - დევიდ ბექჰემმა სხვისთვის განკუთვნილი მესიჯი დედას გაუგზავნა

International Business Times

რამდენიმე დღის წინ, დევიდ ბექჰემმა ინსტაგრამზე სურათი დადო, სადაც ჩანს რომ მან დედამისს პასუხად შემთხვევით სხვა მესიჯი გაუგზავნა.

დევიდ ბექჰემი დაახლოებით ერთი კვირის წინ გადაღებებზე მაკაოში იმყოფებოდა, საიდანაც დიდ ბრიტანეთში დაბრუნებულმა დედისგან მესიჯი მიიღო - "გამარჯობა, უბრალოდ მაინტერესებს სახლში დაბრუნდი თუ არა".

მას ბექჰემმა შემთხვევით სხვა მესიჯი გაუგზავნა, სადაც წერია - "ჰეი სექსუალურო, დილით დავბრუნდი, მალე ვაპირებ დავიძინო".

"როდესაც მგზავრობის შემდეგ დაღლილი ხარ და დედას შემთხვევით სხვა მესიჯს უგზავნი" - ასე დაასათაურა სურათი დევიდე ბექჰემმა.

კომენტარები