ავიაკატასტროფა

სირიაში რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა

0 კომენტარი
ფოტო: DefenceRussia

რუსული მედიის ინფორმაციით სირიაში რუსული სუ-30 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა. დაიღუპა ეკპაჟის ორივე წევრი.

თვითმფრინავი ჰმეიმიმის ავიაბაზიდან აფრენის შემდეგ ჩამოვარდა.

ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ავიაკატასტროფა თვითმფრინავის ძრავში ჩიტის შეფრენამ გამოიწვია.

თვითმფრინავმა პირველი გაფრენა 2012 წელს განახორციელა და ის რუსეთის ყველაზე განვითარებული საბრძოლო თვითმფრინავების რიგებში შედიოდა. მას სირიაში ამბოხებულების პოზიციების დასაბომბად იყენებდნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები