აშშ-უკრაინა

უკრაინა რუს ოლიგარქებს აშშ-ის მსგავს სანქციებს დაუწესებს

პეტრო პოროშენკო და უეს მიტჩელი
Reuters

უკრაინა რუს ოლიგარქებს აშშ-ის მსგავს სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიტჩელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ოფიციალური კიევი რუსული კომპანიებისათვის უკვე დაწესებულ სანქციებსაც გააფართოვებს.

პოროშენკოს არ დაუკონკრეტებია ვის შეეხება ახალი სანქციები და რა შეზღუდვებს მოიცავს, თუმცა წარსულში მას ნათქვამი აქვს, რომ ამ ოლიგარქებს შორის იქნება ოლეგ დერიპასკაც.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ახალი სანქციების შესახებ 6 აპრილს გამოაცხადა. სანქციები ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ათეულობით რუს ოლიგარქს და კომპანიას შეეხო.

მათ შორის შორის არიან ოლეგ დერიპასკა, კირილ შამალოვი, იგორ როტენბერგი, ვიქტორ ვეკსელბერგი და სხვა.

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ახალი სანქციები პასუხია 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაზე, მოსკოვის მტრულ კიბერ თავდასხმებსა და სირიის ომში მონაწილეობაზე.

კომენტარები