გიგა ბოკერია

ბოკერია: პრეზიდნეტისთვის სატელევიზიო დებატების შეთავაზება იაფფასიანი პიარია

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრეზიდენტისთვის სატელევიზიო დებატების შეთავაზება იაფფასიანი პიარის მცდელობაა.

"ეს ქართული ოცნების მხრიდან იაფფასიანი პიარის მცდელობაა. დებატის წინააღმდეგები არ ვართ, მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ეს გუშინდელ ვითომ "პრინციპულობას" ვერ გაამართლებს. მათ შეეძლოთ საღი აზრის ფარგლებში ცვლილებები მიეღოთ და დაეთმოთ პრეზიდენტისთვის, მაგრამ გამოიჩინეს რაღაც პოლიტიკური ღირსება, რაც სხვა დროს ავიწყდებათ ხოლმე. პრინციპულობაა საჭირო როცა მინისტრები რეგლამენტს არღვევენ და პარლამენტს შეურაცხყოფას აყენებენ. ამას უმრავლესობაში ითმენენ და სრულ უთავმოყვარეობას ავლენენ", - ამბობს ბოკერია.

საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენების შემდეგ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის მიზეზი დებატების ფორმატთან შეუთანხმებლობა გახდა. გიორგი მარგველაშვილი კითხვა-პასუხის შესაძლებლობას ითხოვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ კი უთხრა, რომ ამას რეგლამენტი არ ითვალისწინებს და მას პასუხის შესაძლებლობა დასკვნით სიტყვაში მიეცემა.

დღეს კი, საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს პრეზიდენტს სატელევიზიო დებატები შესთავაზა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები