დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს

0 კომენტარი
ფოტო: AP

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 18-მა რესპუბლიკელმა წევრმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2019 წლისათვის ნობელის პრემიაზე წარადგინა.

ნორვეგიის ნობელის კომიტეტისათვის გაგზავნილ წერილში ამერიკელი კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ კორეის ომის დასრულების და ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციისათვის ტრამპი მშვიდობის დარგში ამ პრემიის მიღებას იმსახურებს.

გასულ წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ატომური იარაღის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიამ მიიღო. 2009 წელს პრემია აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ბარაკ ობამასაც გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჯე ინმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან დაპირისპირების დასრულებასა და კორეის ნახევარკუნძულის სამომავლო დენუკლეარიზაციაში გაწეული წვლილისათვის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას იმსახურებს.

"მჯერა, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ახალი, მშვიდობის ერა დაიწყება." "პრეზიდენტმა ტრამპმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია უნდა მიიღოს. ჩვენ მხოლოდ მშვიდობა გვჭირდება." თქვა მუნ ჯე ინმა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ადრეც აქვს აღნიშნული, რომ დონალ ტრამპს დიდი წვლილი მიუძღვის ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მოლაპარაკებების დაწყებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები