კრიმინალი

ხაშურში 45 წლამდე მამაკაცი მოკლეს

flickr

ხაშურში 45 წლამდე მამაკაცი მოკლეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. 

დაპირისპირების შედეგად, კიდევ ერთი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს..

კომენტარები