ტენდერები

ფინანსთა სამინისტრო: ძველ მანქანებს ექსპლოატაციის ვადა გაუვიდათ, ამიტომაც ვანახლებთ

0 კომენტარი
ფოტო: GETTY

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უწყების მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე განმარტებას აკეთებს. უწყება 2 მილიონ ლარად 40 ავტომობილს ყიდულობს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით ტენდერი გამოცხადდა იმიტომ, რომ ძველ მანქანებს ექსპლოატაციის ვადა გაუვიდათ.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავტოპარკის განახლებას გეგმავს. სამსახურის ბალანსზე რიცხულ ოპერატიული საქმიანობისთვის განკუთვნილ 40 ერთეულ მსუბუქ ავტომობილს საგარანტიო და საექსპლუატაციო ვადა ფაქტობრივად უკვე ამოეწურა. ამასთან, 2018 წლის 1 ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექნიკური ინსპექტირების გავლა სავალდებულო ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო სამსახურის ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი, ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, აღნიშნული შემოწმებისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს. შესაბამისად, საჭირო გახდა საგამოძიებო სამსახურის ავტოპარკის განახლება", - წერია უწყების განცხადებაში. 

საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოცხადებული ტენდერი მთავრობის დადგენილებასთან თანხევდრაშია. მთავრობამ საჯარო უწყებებს შავი ფერის ავტომობილების შესყიდვა აუკრძალა, აღნიშნულ ტენდერით საგამოძიებო სამსახური ლურჯი ფერის ავტომობილებს შეისყიდის.

უწყებამ ორი ტენდერი გამოაცხადა, პირველი 1.5 მილიონიანი ტენდერით 30 ცალი ბენზინზე მომუშავე ავტომობილის შესყიდვა იგეგმება, მეორე 0.5-მილიონიანი ტენდერით კი 10 ცალი ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვა მოხდება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები