სამეფო ქორწილი

მეგან მარკლის ძმა პრინც ჰარის აფრთხილებს, რომ ქორწილი გააუქმოს

0 კომენტარი
ფოტო: Cosmopolitan

მეგან მარკლის ნახევარ ძმა 51 წლის ტომას მარკლი პრინც ჰარის ღია წერილით მიმართავს და აფრთხილებს, რომ ქორწილი გააუქმოს.

წერილში ტომას მარკლი წერს, რომ მეგანი არ არის პრინცი ჰარისთვის შესაფერისი ქალი და მათი ქორწილი ყველაზე დიდი შეცდომა იქნება სამეფო ქორწინების ისტორიაში.

"ძვირფასო ჰარი, ჯერ კიდევ არ არის გვიანი, მეგანი არ არის შენი შესაფერისი ქალი. რაც უფრო ახლოვდება ქორწილის დღე, მით უფრო ნათელი ხდება, რომ ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა სამეფო ქორწინების ისტორიაში.

მიკვირს, რატომ ვერ ხედავ მეგანის ნამდვილ სახეს.

შენ და სამეფო ოჯახმა უნდა დაასრულოთ ეს ყალბი ზღაპრული ქორწინება, სანამ გვიანი არ არის."- წერია ტომას მარკლის წერილში.

მეგან მარკლის ძმის წერილიში ასევე ნახსენებია ისიც, რომ მეგანსა და მამამის ფინანსური უთანხმოება ჰქონდათ. წერილში აღნიშნულია, რომ მისმა დამ მამამისი ქორწილში არ დაპატიჟა.

შეგახსენებთ, რომ სამეფო ქორწილი 19 მაისს გაიმართება. ცერემონიალს სავარაუდოდ 600 სტუმარი დაესწრება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები