აიისა

სასამართლო: პრეზერვატივზე თამარ მეფის გამოსახვამ საზოგადოების მორალი შელახა

აიისა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა თავართქილაძემ, საქმეზე - თბილისის მერია „აიისას“ წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ მიიჩნია, რომ პრეზერვატივის შეფუთვაზე ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის, ასევე თამარ მეფის გამოსახვამ საზოგადოების მორალი და ღირსება შელახა. ამით სასამართლომ მერიის განცხადება დააკმაყოფილა და აიისა 500 ლარით დააჯარიმა, ასევე, მსგავსი შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გამოყენება აკრძალა.

მერია მიიჩნევდა, რომ პრეზერვატივ „აიისას“ შეფუთვაზე დატანილი ვიზუალიზაციები არაეთიკურია, რადგან ლახავს საზოგადოებრივ მორალს, კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფის რელიგიურ გრძნობებსა და ეროვნულ ღირსებას.

მერია პრეზერვატივის მწარმოებლის დაჯარიმებას და მისთვის მსგავსი შეფუთვისა და რეკლამის სამომავლო გამოყენების აკრძალვას ითხოვდა. 

პროცესს "ქართული იდეის" წევრებიც ესწრებოდნენ. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ.

"აიისას" დაცვის მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ასევე, მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს.

კომენტარები