star wars

4 მაისი ვარსკვლავური ომების დღეა

Star Wars

4 მაისი „ვარსკვლავური ომების“ დღეა.

ეს დღე მისმა ფანებმა აირჩიეს, რათა ლეგენდარულ ფილმებზე კიდევ ერთხელ ისაუბრონ. 

„ვარსკვლავური ომები“ (star wars) ეპიკური კოსმოსური ოპერის ჟანრის მედია-ფრენჩაიზია, რომელიც ჯორჯ ლუკასმა შექმნა. მასში აღწერილია მოვლენები, რომლებიც „უხსოვარ დროს, შორეულ გალაქტიკაში“ მიმდინარეობს.

პირველი ფილმი „ვარსკვლავური ომები“ (მოგვიანებით მან შეიძინა ქვესათაური „ეპიზოდი IV: ახალი იმედი“) 1977 წელს შეიქმნა. ფილმი მსოფლიო პოპულარული კულტურის ფენომენად იქცა. 1980 და 1983 წელს შემდეგი ორი ფილმი გამოვიდა („იმპერიის საპასუხო დარტყმა“და „ჯედაის დაბრუნება“). ამით პირველი ტრილოგია მთავრდება.


ფოტო: Star Wars

1999 წელს ახალი ტრილოგია დაიწყო, რომელშიც სამ ფილმს აერთიანებს - „ფარული საფრთხე“ (1999), „კლონების თავდასხმა“ (2002) და „სითების შურისძიება“ (2005).

ასევე, 2015 წელს „ძალის გამოღვიძება“ გამოვიდა. შვიდივე ფილმი ნომინირებული იყო ოსკარზე, თუმცა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო მხოლოდ პირველმა ორმა ფილმმა მიიღო.

ფრენჩაიზის საერთო მოგებამ 7.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რამაც „ვარსკვლავური ომები“ აქცია ფილმების ყველა დროის ერთ-ერთ შემოსავლიან სერიად.

ასევე, არსებობს განშტოებების მთელი რიგი, ანიმაციური სერიალის „კლონების ომები“ (2008) და ანთოლოგიურ ფილმ „განდევნილი ერთის“ სახით.

ვარსკვლავური ომების“ ფრენჩაიზის მოქმედებები მიმდინარეობს შორეულ, უცნობ გამოგონილ გალაქტიკაში, შორეული წარსულის უხსოვარ დროს. მასში ცხოვრობს უამრავი არსება და სახეობა. ადამიანები ფლობენ დროიდებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ეხმარებიან, ხოლო კოსმოსში მოგზაურობა ცხოვრების ჩვეული წესია.

ძალასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ადამიანებს განვითარებული რეფლექსები აქვთ. წვრთნის და მედიტაციის შედეგად მათ შეუძლიათ, დაეუფლონ სხვადასხვა თვისებას - ტელეკინეზს, წინასწარმეტყველებას, შორსმჭვრეტელობას და გონების მართვას. ძალას ეზიარება ორი კატეგორია - ჯედაები და სითები. ჯედაების ორდენი მთლიანად ძალის ნათელ მხარეს არის მოქცეული. ჯედაები ყოველდღიურობას ბოლომდე უძღვნიან მშვიდობის შენარჩუნებას, თუმცა მათთვის ქორწინება აკრძალულია. ჯედაებთან შედარებით, სითი მხოლოდ ორია - მასწავლებელი და შეგირდი. ისინი იყენებენ ძალის ბნელ მხარეს და ოსტატობას აღწევენ სიძულვილის და აგრესიის გზით, რათა შემდგომში დაეუფლონ გალაქტიკას და გაანადგურონ ჯედაების ორდენი.

ვარსკვლავური ომები დღესაც იპყრობს მაყურებელთა გულებს. თუ გინდათ, იმოგზაუროთ გალაქტიკაში და იხილოთ ბრძოლა ბნელ მხარესა და ნათელ მხარეს შორის, აუცილებლად უყურეთ ვარსკვლავურ ომებს. იმედები არ გაგიცრუვდებათ.

კომენტარები