ჰავაის კუნძულებზე მდებარე ვულკანი კილაუეა ამოიფრქვა. ვულკანი ფერფლს და ლავას აფრქვევს.
ლავამ დასახლებულ ადგილებამდე მიაღწია.
უკანასკნელი კვირის მანძილზე ვულკანის გააქტიურებასთან ერთად რეგიონში ასობით ბიძგი დაფიქსირდა, მათ შორის ყველაზე ძლიერი - 6.9 მაგნიტუდის.
მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
კილაუეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. ის ჰავაის ვულკანების ეროვნულ პარკში მდებარეობს.