NASA

NASA-მ მარსზე ახალი როვერი გაგზავნა [ვიდეო]

NASA

ამერიკის ეროვნულმა კოსმოსურმა სააგენტომ (NASA) მარსზე ახალი როვერი გააგზავნა სახელწოდებით - InSight.

რაკეტამ დედამიწის ატმოსფერო უკვე დატოვა. მასში განთავსებული როვერი გეოლოგიური რობოტია, რომელიც წითელი პლანეტის ქვედა შრეებს და ბირთვს შეისწავლის.

ხომალდს მარსამდე მისაღწევად 6 თვეზე მეტი დასჭირდება. მარსის ზედაპირზე წარმატებული დაშვების შემთხვევაში როვერი პლანეტის ტემპერატურას ზედაპირიდან დაახლოებით 5 მეტრის სიღრმეზე გაზომავს. ის ასევე შეეცდება გაზომოს მარსის სეისმური აქტივობა. ამ ინფორმაციის მეშვეობით მეცნიერები პლანეტის ქვედა შრეების ზომის შემადგენლობის დადგენას შეეცდებიან. ეს მზის სისტემაში პლანეტების წარმოშობის შესახებ დღემდე არსებულ ინფორმაციას გააფართოვებს.

მისიის ბიუჯეტი მილიარდ დოლარს აღწევს და მასში ამერიკელი, ფრანგი და გერმანელი მეცნიერები არიან ჩართული.

NASA-ს 2012 წელს მარსზე როვერ Curiosity-ს გაშვების შემდეგ მსგავსი პროექტი აღარ განუხორციელებია.

კომენტარები