გერმანია

მარქსის დაბადებიდან 200 წელს მის მშობლურ ქალაქში ჩინური ძეგლის გახსნით აღნიშნავენ

Reuters

დღეს ცნობილი ფილოსოფოსის, კარლ მარქსის დაბადებიდან 200 წელი გავიდა. გერმანიაში, მარქსის მშობლიურ ქალაქ ტრიერში ამ დღის აღსანიშნავად მისი ძეგლი გაიხსნა.

2 ტონიანი და 5.4 მეტრიანი ძეგლი, რომელიც ბრინჯაოსგანაა დამზდებული ჩინეთმა დააფინანსა.

ქალაქში ასევე შესაძლებელია მარქსის მშობლიური სახლის დათვალიერება და სხვადასხვა სუვენირების შეძენა. განსაკუთრებული პოპულარობით მარქსის რეზინის იხვები სარგებლობს.



ფოტო: Getty Images

გარდა ამისა რამდენიმე ევროდ შესაძლებელია 0 ევროიანის შეძენაც, რომელზეც მარქსია გამოსახული.


ფოტო: Getty Images

ძეგლის გახსნას ჩინეთის წარმომადგენლები დაესწრნენ. გუშინ ჩინეთი პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ფილოსოფოსის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მარქსი თანამედროვეობის ყველაზე დიდი მოაზროვნეა. მან ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრებს მოუწოდა ცხოვრების წესის შესახებ მარქსის თეორიებს გაეცნონ.

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა: "არ უნდა გვეშინოდეს მარქსის, თუმცა არც ოქროს ძეგლები უნდა აღვუმართოთ."

ჩინეთისაგან მარქსის ძეგლის მიღების და აღმართვის მოწინააღმდეგეები ქალაქში საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ.

კომენტარები