სერ ალექს ფერგიუსონი

სერ ალექს ფერგიუსონი ტვინში სისხლის ჩაქცევის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

EPA

ინგლისური საფეხბურთო კლუბის, მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

გავრცელებული ცნობით მას ტვინში სისხლის ჩაქცევის გამო ოპერაცია გაუკეთდა.

მისი ოჯახი და კლუბი ოფიციალურ განცხადებას ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ.

76 წლის სერ ალექს ფერგიუსონი მანჩესტერულ გუნდს 1986-დან 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა.

კომენტარები