საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა

სამართალდამცავებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის 10 პირი დააკავეს

REUTERS

ახალციხის სამმართველოს ჭარალის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ხუთი ბანგლადეშისა და ერთი საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე, ვალეს სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე იმავე ბრალდებით, სამი ბანგლადეშისა და ერთი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები