ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე Adidas-ი პროდუქციაზე საბჭოთა კავშირის სიმბოლიკის დატანის გამო გააკრიტიკა.
"იმპერიალისტური ნოსტალგიით დაავადების შემთხვევები ხდება, თუმცა გასაკვირია, რომ ეს ისეთი ცნობილი ბრენდისგან მოდის, როგორიც Adidas-ია."
საბჭოთა სიმბოლოებიანი კაბა Adidas-ის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული და 90$ ღირს.