ბლოგი

ჩინეთის 50 ელფერი / 50 Shades of China

თინი მამუჩაშვილი
0 კომენტარი

"კი-ს და არა-ს, სწორის და არასწორის, შავის და თეთრის  მნიშვნელობა ამ კულტურაში განსხვავებულია. ჩინეთში ნაცრისფერი და მისი მრავალი გრადაცია მიღებულია."

დღევანდელი ჩემი რესპონდენტი აირა ლოურენს კოენია. წარმოშობით კანადიდან, ჩინეთში პირველად 32 წლის წინ ჩამოვიდა. აირა შეიძლება ითქვას თანამედროვე ჩინური საკონსულტაციო და ტრეინინგ კულტურის ერთ-ერთი ფუძემდებელია და თავადაც ხუმრობით აღნიშნავს რომ მამად არა, მაგრამ ბიძად შეიძლება ჩაითვალოს. 2012-2015 წლებში ის იყო ამერიკის სავაჭრო პალატის ჩინეთის ოფისის ბორდის წევრი; მერილენდის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ჩინეთში და Smith სკოლის რეფორმატორი. 2016 წელს იგი მიიწვიეს სტოკჰოლმში სადაც ნობელის საკონფერენციო დარბაზში "Wisdon Panel" -ზე სიტყვით გამოვიდა. აირას აქვს ხუთი უნივერსიტეტის სამეცნიერო ხარისხი. ფლობს ხუთ ენას. აირამ ჩინეთში 32 წლიანი საქმიანობის განმავლობაში რევოლუციური მიდგომა დანერგა ტრეინინგ და საკონსულტაციო სფეროში. მომსახურება გაუწია ისეთ კომპანიებს როგორიცაა: SIEMENS, NIKE, LOREAL, ABB, First National Bank, DHL, Alcan, STANDARD BANK და ა.შ.

ინტერვიუ

1. ადვილია თუ არა ჩინეთში დასაქმება? ბიზნესის წამოწყება? და რომელია ოპტიმალური ასაკი.

მიუხედავად იმისა რომ დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი ჩინეთში მოღვაწეობას, სამწუხაროდ ჩინური რეგულაციების მიხედვით 60 წელს გადაცილებულ ადამიანს მუშაობის უფლებას სახელმწიფო არ აძლევს. თუ 24 წელზე პატარა ხარ მაშინაც ძალიან რთულია სამუშაოს პოვნა. რეგულაციები უფრო და უფრო მკაცრდება და ძალიან ბევრი უცხოური კომპანია ქვეყანას ტოვებს. ჩინური რეგულაციების მიხედვით აუცილებელია ჩინელი პარტნიორი გყავდეს ან ჩინელი აქციონერი რაც ძალიან ართულებს სიტუაციას. თანაბარი პირობები არ არის და ძალიან დიდი ჭკუა მართებს ყველას ვინც აქ მოდის. თამაშის წესები მკაცრია. მიუხედავად იმისა რომ ჩემი 32 წლიანი მოღვაწეობის შედეგად, ბევრი ადამიანის კარიერას შევუწყვე ხელი, დავასაქმე ბევრი ჩინეთის მოქალაქე, ვიხდიდი გადასახადებს, 60 წლის ასაკში იძულებული ვარ დავტოვო ქვეყანა, ბიზნესი და თავიდან დავიწყო ცხოვრება. ახალგაზრდა თაობას რათქმაუნდა ვურჩევდი, რომ ბედი ჩინეთში ეცადა, მაგრამ 60 წელს გადაცილებულებისთვის არ მგონია საუკეთესო გარემო ჩინეთი იყოს.

2. ურჩევდით თუ არა უცხოელებს ახლა რომ ჩამოსულიყვნენ ჩინეთში და აქ ეკეთებინათ ბიზნესი?

ხუთი, ათი და თხუთმეტი წლის წინ ამ კითხვას დაფიქრების გარეშე გავცემდი პასუხს, რომ რა თქმა უნდა კი! მაგრამ დღეს არ ვარ დარწმუნებული. ყველაფერი ბევრად გართულდა. ვაჭრობის, იმპორტ/ექსპორტის მხრივ რატომაც არა, თუკი სასურველ ფასად და პირობებში იპოვი რაიმე პროდუქტს აუცილებლად უნდა გააგრძელო ჩინურ კომპანიებთან კოოპერაცია. მაგრამ თუ აქ ბიზნესის გახსნას ფიქრობთ ეს ცოტა რთული საკითხია. წახვიდოთ ახლა ამერიკაში ან კანადაში ბიზნესის დასარეგისტრირებლად ან გასახსნელად? ხალხი ალბათ თავს შეიკავებდა რეგულაციების, ტაქსაციის, ადამიანური რესურსების, ხელფასების და სხვა გარემო პირობების გამო. ზუსტად იგივე ხდება ახლა ჩინეთშიც.

3. რა განსხვავებაა დასავლურ და ჩინურ მიდგომებს შორის?

პირველი რაც თავში მომდის არის გამჭვირვალობა. არ აგერიოთ გამჭვირვალობა პატიოსნებაში, რადგან მერე ჩათვლით რომ ჩინელები მატყუარები არიან. ვგულისხმობ იმას, რომ კი-ს და არა-ს, სწორის და არასწორის, შავის და თეთრის  მნიშვნელობა ამ კულტურაში განსხვავებულია. ჩინეთში ნაცრისფერი და მისი მრავალი გრადაცია მიღებულია. ქრისტიანობაში და იუდაიზმში მხოლოდ ერთი ფერი ასახავს თეთრს და შავს. ჩვენ გვიყვარს გამჭვირვალობა და ეს წარმოადგენს ყველაზე დიდ იარაღს. ხშირად მიცდია ჩინელი კოლეგების, კლიენტების ‘კი’ და ‘არა’ არჩევანში მოქცევა, მაგრამ თავს ძალიან უკომფორტოდ გრძნობენ ამ სიტუაციაში. უცხოელთან ასე არ მოხდება, რადგან ჩვენ ვიცით რომ მიზანი გვაქვს მისაღწევი, შედეგისთვის ვიბრძვით. ჩინურ კონფუციანურ კულტურაში კი ხალხი ხედავს ნაცრისფერს ანუ მრავალ შესაძლებლობას სიტუაცია სათავისოდ შემოატრიალონ.

მეორე არის ის რომ, ჩინელი ხალხი მინიმალიზმით ხასიათდება. დასავლურ ცივილიზაციაში არსებობს გამოთქმა, რომ სჯობს გარისკო და წინ წახვიდე, ან შეცდომა დაუშვა და საწყის მდგომარეობას დაუბრუნდე, მაგრამ არასოდეს გაჩერდე შუა გზაზე. ამის საპირწონედ ჩინურ მსოფლმხედველობაში არსებობს გაგება რომ ყოველთვის უნდა აირჩიო შუალედური გზა. ჩემი აზრით 21-ე საუკუნეში არც თუ ისე კარგი გადაწყვეტილებაა რისკზე უარის თქმა.

მესამე ეს არის  კითხვის დასმის უნარის არ ქონა. თუ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებ მასწავლებელს ან/და ნებისმიერ ავტორიტეტს და ჩაეძიები „რატომ აკეთებს ამას? რა მიზანს ემსახურება არსებული ქმედებები?“ შედეგად ისინი კარგავენ იმიჯს, რეპუტაციას ე.წ. „მიენძა“-ს (MIANZI სახე). ჩინურ იდეოლოგიაში, სახის დაკარგვა არის ყველაზე დაბლა დაცემა, რაც კი შეიძლება ადამიანს დაემართოს, რადგან ეს ავტომატურად ნიშნავს რომ რაღაცას მალავენ ან რამეს არასწორად აკეთებენ. შემდეგი რაც კითხვის დასმის შიშს ახლავს არის „კუანში“ (GUANSHI ურთიერთობა). ყველა ამბობს რომ აუცილებელია კარგი ურთიერთბები გქონდეს თუ გინდა ბიზნესი აწარმოო. კონტაქტები და ურთიერთობები, ხშირად კანონზე უფრო ეფექტურია.

სწორედ ამ 3 აზროვნების განზომილებას მივიჩნევ ყველაზე რადიკალურ განსხვავებად ჩინურ კულტურაში: გამჭვირვალობა, მინიმალიზმი და კითხვის დასმის შიში იმისათვის რომ იმიჯი ან/და ურთერთობა არ გაიფუჭონ. არანაირი რისკის აღება შენ თავზე ისე რომ დარჩე გამჭვირვალე.

ერთი შეხედვით ამ წესებთან შეგუება რთულია, მაგრამ 1.4 მილიარდი ადამიანი ამ სისტემით აზროვნებს და სწორედაც რომ "შენ" გჭირდება მათ გაგიგონ და არა პირიქით.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გუბაზ სანიკიძე

კომენტარები