რუსული პროპაგანდა საქართველოში

ევროპული საქართველო რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობს

საქართველოს პარლამენტი

ევროპული საქართველო არასამთავრობო სექტორთან ერთად რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობს. ინიციატივა რუსული ფულის შემოდინების კონტროლსა და სახელმწიფოს მხრიდან პრორუსული მედიის დაფინანსების შეზღუდვას გულისხმობს.

ევროპული საქართველოს დეპუტატის სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსული პროპაგანდა შეიზღუდოს და საქართველოში რუსეთის გავლენა შემცირდეს.

"ამიტომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული იდეები. ეს პირველ რიგში ეხება რუსული ფულის შეზღუდვას საქართველოში, მათ შორის რუსული ფულის შედინებას ქართულ მედიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და სხვა გავლენის აგენტებში. მეორეს მხრივ, უფრო მეტ გამჭვირვალობას, მათ შორის იმ კუთხით, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან გასული ფული არ წავიდეს ისეთ ორგანიზაციებში, რომლებიც არიან საქართველოს წინააღმდეგ" - თქვა კაპანაძემ.

ევროპული საქართველო კონკრეტულ ინიციატივას პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენს.

კომენტარები